четверг, 25 октября 2018 г.



კოლეგებო! 
გაეცანით სტატიას
 ბიოლორიის სწავლებაზე სკოლაში



ბიოლოგია და სამეცნიერო კვლევის მეთოდის მიმოხილვა

საკვანძო ტერმინები

ტერმინიმნიშვნელობა
ბიოლოგიაცოცხალი ორგანიზმების შემსწავლელი მეცნიერება
დაკვირვებამოვლენების თანმიმდევრულად აღმოჩენა და აღწერა
ჰიპოთეზასამეცნიერო ახსნა, რომლის შემოწმებაცაა შესაძლებელი ექსპერიმენტით ან დაკვირვებით
კონტროლირებადი ექსპერიმენტიექსპერიმენტი, რომელშიც მხოლოდ ერთი ცვლადია
დამოუკიდებელი ცვლადიცვლადი, რომელიც განგებ იცვლება ექსპერიმენტში
დამოკიდებული ცვლადიცვლადი, რომელსაც ვაკვირდებით და რომელიც დამოუკიდებელი ცვლადის საპასუხოდ იცვლება
საკონტროლო ჯგუფიმთავარი ჯგუფი, რომელსაც არ აქვს ცვლილებები დამოუკიდებელ ცვლადში
მეცნიერული (სამეცნიერო) თეორიაფენომენის კარგად შემოწმებული და საყოველთაოდ მიღებული ახსნა
კვლევითი მიკერძოებაპროცესი, რომლის დროსაც მკვლევარი გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად ზემოქმედებს შედეგებზე
პლაცებონივთიერება, რომელსაც არ აქვს სამკურნალო ეფექტი. ხშირად გამოიყენება კონტროლის სახით ექსპერიმენტებში
ორმხრივად ბრმა მეთოდიკვლევის მეთოდი, რომლის დროსაც არც ცდისპირებმა და არც მკვლევრებმა არ იციან, თუ ვინ იღებს განსაზღვრულ მკურნალობას

ბიოლოგიის ბუნება

ბიოლოგია მეცნიერების ის განყოფილებაა, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს შეისწავლის. ბიოლოგებმა გამოაცალკევეს ის ნიშან-თვისებები, რომლებიც ჩვენთვის ცნობილ ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს. მართალია, ზოგი მათგანი არაცოცხალ საგნებსაც აქვთ, მაგრამ იმისთვის, რომ რაღაც ცოცხალ არსებად ჩაითვალოს, მას ყველა მათგანი უნდა ჰქონდეს.

სიცოცხლის მახასიათებლები

  1. ორგანიზაცია: ცოცხალი არსებები ძალიან ორგანიზებულნი არიან (რაც გულისხმობს იმას, რომ მათ სპეციალიზებული, კოორდინირებული ნაწილები აქვთ) და ისინი ერთი ან მეტი უჯრედისგან შედგებიან.
  2. მეტაბოლიზმი: ცოცხალმა არსებებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ ენერგია და მოიხმარონ საკვები ნივთიერებები, რათა სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო ქიმიური რეაქციები აწარმოონ. ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური რეაქციების ერიანობას მეტაბოლიზმიეწოდება.
  3. ჰომეოსტაზი: ცოცხალი ორგანიზმები არეგულირებენ თავიანთ შინაგან გარემოს, რათა შეინარჩუნონ შედარებით ვიწრო დიაპაზონი იმ პირობებისა, რომლებიც უჯრედთა ფუნქციონირებისთვისაა საჭირო.
  4. ზრდა: ცოცხალი ორგანიზმები რეგულირებად ზრდას ექვემდებარებიან. ცალკეული უჯრედები პირდაპირ ზომაში იზრდებიან, მრავალუჯრედიანი ორგანიზმები კი უჯრედების გაყოფის გზით იზრდებიან.
  5. რეპროდუქცია: ცოცხალ ორგანიზმებს ახალი ორგანიზმების წარმოსაქმნელად რეპროდუქცია (გამრავლება) შეუძლიათ.
  6. საპასუხო რეაქცია: ცოცხალი ორგანიზმები რეაგირებენ მათი გარემოდან წამოსულ სტიმულებსა თუ ცვლილებებზე.
  7. ევოლუცია: ცოცხალი ორგანიზმების პოპულაციები ევოლუციასექვემდებარებიან, რაც ნიშნავს, რომ პოპულაციის გენეტიკური შემადგენლობა შეიძლება, შეიცვალოს დროთა განმავლობაში.

მეცნიერული მეთოდოლოგია

მეცნიერული (სამეცნიერო) მეთოდი მოიცავს დაკვირვებების წარმოებასა და კითხვების დასმას.
ამ დაკვირვებებზე დაყრდნობით მეცნიერები ადგენენ ჰიპოთეზებს, შემდეგ კი ატარებენ კონტროლირებად ექსპერიმენტებს, რათა შეაგროვონ და გააანალიზონ მონაცემები. ამ მონაცემების გამოყენებით მათ შეუძლიათ დასკვნების გაკეთება და ახალი სამეცნიერო კვლევისთვის კითხვების შედგენა.

სამეცნიერო მეთოდის მაგალითი: პური ვერ გავხუხეთ

  1. აღმოჩენა: ტოსტერი პურს არ ხუხავს.
  1. შეკითხვა: რატომ არ მუშაობს ტოსტერი?
  1. ჰიპოთეზა: როზეტი ხომ არაა გაფუჭებული?
  1. პროგნოზი: თუ ტოსტერს სხვა როზეტში შევაერთებ, იგი ამუშავდება და პური გაიხუხება.
  1. პროგნოზის შემოწმება: შეაერთეთ ტოსტერი სხვა როზეტში და თავიდან სცადეთ პურის გახუხვა.
შედეგები:
მარცხნივ: პური გაიხუხა! ჰიპოთეზა დასაბუთებულია. მარჯვნივ: პური მაინც არ გაიხუხა. ჰიპოთეზა დასაბუთებული არ არის.
  1. გამეორების დროა!
მარცხნივ (ამ შემთხვევაში ჰიპოთეზა დასაბუთდა): და რა სჭირს როზეტს? მარჯვნივ (ამ შემთხვევაში ჰიპოთეზა არ დასაბუთდა): ჰმმ..იქნებ ტოსტერის სადენია გაფუჭებული.
მრავალი ექსპერიმენტიდან მიღებული მონაცემები გამოიყენება სამყაროს უკეთ შესასწავლად და სამეცნიერო თეორიების შესამუშავებლად.

вторник, 2 октября 2018 г.

                               გთავაზობთ შემაჯამებელი ტესტის ნიმუშს 




                     მეხუთე კლასის შემაჯამებელი          

                                    რიცხვი---------------

                                    სახ.გვარი--------------


1)პეპელა სფინქსს აქვს დემონსტრაციული შეფერილობა.რაში ეხმარება ეს ნიშანი მას?
ა.მსხვერპლზე თავდასხმაში
ა.მტრისგან თავის დაცვაში
გ.სიბნელეში მიმალვაში                                                                                                         1ქ.


2)ხელოვნური ეკოსისიტემა ქვია
ა.ადამიანის მიერ მიმეხუთე კლასის შემაჯამებელი                                             
1)პეპელა სფინქსს აქვს დემონსტრაციული შეფერილობა.რაში ეხმარება ეს ნიშანი მას?
ა.მსხვერპლზე თავდასხმაში
ა.მტრისგან თავის დაცვაში
ს საცხოვრებელ გარემოში შექმნილ ეკოსისტემას
ბ.მცენარეების და ცხოველების მიერ ველურ ბუნებაში შექმნისლ ეკოსისტემას       1 ქ.
გ.წყლის ცოცხალი ორგანიზმების მიერ შექმნილ ეკოსისტემას


3)შეავსეთ ცხრილი .ჩასვით ნივთიერებათა სახელები სათანადო ადგილას
თიხა ,მინა,წყალი,რკინა,რძე ,ოქრო,  ვაშლი ,ჟანგბადი,ჰაერი ,ძმარი,ზღვის წყალი          2ქ
სუფთა ნივთიერება
ნარევი




4)დედამიწას გააჩნია გრავიტაციული მიზიდულობის ძალა.როგორ ახერხებს რაკეტა ამ მიზიდულობისგან თავის დაღწევას და კოსმოსში გაჭრას
ა.ის ავითარებს ძალიან მაღალ სიჩქარეს
ბ.იგი მოძრაობს ნელა
გ.მას აქვს ძალინ დიდი მასა                                                                                         1ქ   



5)რატომ ყვითლდება შემოდგომაზე ფოთლები
ა.ქლოროფილის ფაბრიკები ქრება და სხვა ფერები აქტიურდება
ბ.მცენარე ზამთრის ძილისათვის ემზადება
გ.მცენარეს სიცივეზე შეგუება უწევს                                                                             1ქ


6)    არქტიკული თეთრი დათვის ფერი ესაა  ცხოველთა
ა.დემონსტრაციული შეფერილობის მაგალითი
ბ. მფარველობითი შეფერილობის მაგალითი
გ.გამაფრთხილებელი შეფერილობის მაგალითი                                                    1ქ


7).კაქტუსის ფოთლების ეკლად გადაქცევა ესაა  მაგალითი
ა.მცენარეთა გადაგვარებისა
ბ.მცენარეთა  გადაშენებისა
გ.მცენარეთა ადაპტაციისა                                                                                           1ქ


8)ხაზებით დააკვშირეთ ნივთირებები სხეულებთან
კალამი                                   ოქრო
ფანჯარა                                  თაბაშირი
საყურე                                 ვერცხლი
ჯამი                                  მინა      
კოვზი                               მელანი
კედელი                            თიხა                                                                        2ქ



ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე,,:სწავლის მოტივაციის ამაღლება ბუნებისმეტყველებასა და ბიოლოგიაში დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწა...