კოლეგებო!
გაეცანით სტატიას
ბიოლორიის სწავლებაზე სკოლაში
ბიოლოგია და სამეცნიერო კვლევის მეთოდის მიმოხილვა
საკვანძო ტერმინები
ტერმინი | მნიშვნელობა |
---|---|
ბიოლოგია | ცოცხალი ორგანიზმების შემსწავლელი მეცნიერება |
დაკვირვება | მოვლენების თანმიმდევრულად აღმოჩენა და აღწერა |
ჰიპოთეზა | სამეცნიერო ახსნა, რომლის შემოწმებაცაა შესაძლებელი ექსპერიმენტით ან დაკვირვებით |
კონტროლირებადი ექსპერიმენტი | ექსპერიმენტი, რომელშიც მხოლოდ ერთი ცვლადია |
დამოუკიდებელი ცვლადი | ცვლადი, რომელიც განგებ იცვლება ექსპერიმენტში |
დამოკიდებული ცვლადი | ცვლადი, რომელსაც ვაკვირდებით და რომელიც დამოუკიდებელი ცვლადის საპასუხოდ იცვლება |
საკონტროლო ჯგუფი | მთავარი ჯგუფი, რომელსაც არ აქვს ცვლილებები დამოუკიდებელ ცვლადში |
მეცნიერული (სამეცნიერო) თეორია | ფენომენის კარგად შემოწმებული და საყოველთაოდ მიღებული ახსნა |
კვლევითი მიკერძოება | პროცესი, რომლის დროსაც მკვლევარი გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად ზემოქმედებს შედეგებზე |
პლაცებო | ნივთიერება, რომელსაც არ აქვს სამკურნალო ეფექტი. ხშირად გამოიყენება კონტროლის სახით ექსპერიმენტებში |
ორმხრივად ბრმა მეთოდი | კვლევის მეთოდი, რომლის დროსაც არც ცდისპირებმა და არც მკვლევრებმა არ იციან, თუ ვინ იღებს განსაზღვრულ მკურნალობას |
ბიოლოგიის ბუნება
ბიოლოგია მეცნიერების ის განყოფილებაა, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს შეისწავლის. ბიოლოგებმა გამოაცალკევეს ის ნიშან-თვისებები, რომლებიც ჩვენთვის ცნობილ ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს. მართალია, ზოგი მათგანი არაცოცხალ საგნებსაც აქვთ, მაგრამ იმისთვის, რომ რაღაც ცოცხალ არსებად ჩაითვალოს, მას ყველა მათგანი უნდა ჰქონდეს.
სიცოცხლის მახასიათებლები
- ორგანიზაცია: ცოცხალი არსებები ძალიან ორგანიზებულნი არიან (რაც გულისხმობს იმას, რომ მათ სპეციალიზებული, კოორდინირებული ნაწილები აქვთ) და ისინი ერთი ან მეტი უჯრედისგან შედგებიან.
- მეტაბოლიზმი: ცოცხალმა არსებებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ ენერგია და მოიხმარონ საკვები ნივთიერებები, რათა სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო ქიმიური რეაქციები აწარმოონ. ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური რეაქციების ერიანობას მეტაბოლიზმიეწოდება.
- ჰომეოსტაზი: ცოცხალი ორგანიზმები არეგულირებენ თავიანთ შინაგან გარემოს, რათა შეინარჩუნონ შედარებით ვიწრო დიაპაზონი იმ პირობებისა, რომლებიც უჯრედთა ფუნქციონირებისთვისაა საჭირო.
- ზრდა: ცოცხალი ორგანიზმები რეგულირებად ზრდას ექვემდებარებიან. ცალკეული უჯრედები პირდაპირ ზომაში იზრდებიან, მრავალუჯრედიანი ორგანიზმები კი უჯრედების გაყოფის გზით იზრდებიან.
- რეპროდუქცია: ცოცხალ ორგანიზმებს ახალი ორგანიზმების წარმოსაქმნელად რეპროდუქცია (გამრავლება) შეუძლიათ.
- საპასუხო რეაქცია: ცოცხალი ორგანიზმები რეაგირებენ მათი გარემოდან წამოსულ სტიმულებსა თუ ცვლილებებზე.
- ევოლუცია: ცოცხალი ორგანიზმების პოპულაციები ევოლუციასექვემდებარებიან, რაც ნიშნავს, რომ პოპულაციის გენეტიკური შემადგენლობა შეიძლება, შეიცვალოს დროთა განმავლობაში.
მეცნიერული მეთოდოლოგია
მეცნიერული (სამეცნიერო) მეთოდი მოიცავს დაკვირვებების წარმოებასა და კითხვების დასმას.
ამ დაკვირვებებზე დაყრდნობით მეცნიერები ადგენენ ჰიპოთეზებს, შემდეგ კი ატარებენ კონტროლირებად ექსპერიმენტებს, რათა შეაგროვონ და გააანალიზონ მონაცემები. ამ მონაცემების გამოყენებით მათ შეუძლიათ დასკვნების გაკეთება და ახალი სამეცნიერო კვლევისთვის კითხვების შედგენა.
სამეცნიერო მეთოდის მაგალითი: პური ვერ გავხუხეთ
მრავალი ექსპერიმენტიდან მიღებული მონაცემები გამოიყენება სამყაროს უკეთ შესასწავლად და სამეცნიერო თეორიების შესამუშავებლად.
Комментариев нет:
Отправить комментарий