среда, 26 июня 2019 г.

ჩემი კვლევის :,,სწავლის მოტივაციის ამაღლება ბუნებისმეტყველებასა და ბიოლოგიაში დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებში"  პრეზენტაციის ამსახველი ფოტომასალა



суббота, 22 июня 2019 г.



გისურვებთ ბედნიერ არდადეგებს! 
დაისვენეთ ბუნებაში!
ეს ჩვენი საქართველოა!


понедельник, 17 июня 2019 г.

გაეცანით სტატიას ექსპერიმენტების ჩატარების შესახებ


ექსპერიმენტის დაგეგმვა
ექსპერიმენტირება მეცნიერების გულია. მეცნიერები სვამენ კითხვებს, აგროვებენ მტკიცებულებებს, სხვებს უზიარებენ იდეებს და აანალიზებენ მონაცემებს.
ექსპერიმენტის დაგეგმვისას ჯერ საჭიროა ნათლად იდენტიფიცირება იმ კითხვისა (თუ კითხვებისა), რომელსაც ექსპერიმენტმა უნდა უპასუხოს. აგრეთვე აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს დამოუკიდებელი ცვლადი და დამოკიდებული ცვლადი, რადგან კარგად დაგეგმილი ექსპერიმენტის მიზანია, გამოარკვიოს, თუ როგორ მოქმედებს ერთი ცვლადი მეორეზე.
მარტივ ექსპერიმენტს მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი ცვლადი უნდა ჰქონდეს. ყველა სხვა ფაქტორი, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს ექსპერიმენტის შედეგზე, აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს ან უცვლელი დარჩეს. გარდა ამისა, ექსპერიმენტის ერთი ჯგუფი საკონტროლო ჯგუფი უნდა იყოს — მკაცრად განსაზღვრული ჯგუფი, რომელიც შედარების წერტილად გამოიყენება.

შეცდომებისა და მიკერძოების აღმოფხვრა

მნიშვნელოვანია ექსპერიმენტის ისე დაგეგმვა, რომ მან ყველაზე ზუსტი შესაძლო შედეგი მოგვცეს.
მეცნიერები, როგორც წესი, ცდილობენ, ობიექტურები იყვნენ, მაგრამ ისინიც ადამიანები არიან და აქვთ თავიანთი გემოვნება და პირადი მიკერძოებები. ამის გამო მეცნიერული მონაცემები ზოგჯერ სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირდება სხვადასხვა მეცნიერის მიერ.
ამის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე გზა არსებობს:
  • დიდი ზომის შერჩევა ექსპერიმენტში: შერჩევის დიდი ზომა საშუალებას მოგცემთ, გააბათილოთ ცდისპირებს შორის არსებული ისეთი მცირე სხვაობები, რომლებმაც შეიძლება, მოულოდნელი შედეგები მოგცეთ.
  • ექსპერიმენტული ცდების რამდენჯერმე გამეორება: ცდისპირებს შორის არსებულმა მცირე განსხვავებებმა და აგრეთვე შეცდომებმა მეთოდოლოგიაში ან მონაცემთა შეგროვებაში შეიძლება, მცდარი შედეგები მოგვცეს. განმეორებადი ცდები ამცირებს ამ ეფექტებს.
  • ყველა მონაცემის გათვალისწინება: ზოგჯერ მაცდურია იდეა იმისა, რომ მონაცემთა ნაწილი, უბრალოდ, მოისროლოთ, რადგან ის შეუთავსებელია არსებულ ჰიპოთეზასთან. მიუხედავად ამისა, ასეთ შემთხვევაში არაზუსტ კვლევას მიიღებთ! უნდა გაითვალისწინოთ ყველა მონაცემი, განურჩევლად იმისა, მხარს უჭერს თუ არა ის თქვენს ჰიპოთეზას.
  • თუკი საჭიროა, გამოიყენეთ პლაცებო: პლაცებოს გამოყენების მეშვეობით ექსპერიმენტის ცდისპირებმა არ იციან, ნამდვილი სამკურნალო ნივთიერება მიიღეს თუ არა. ეს მკვლევრებს აძლევს საშუალებას, გაარვკიონ, ნამდვილად აქვს თუ არა ნივთიერებას ეფექტი.
  • თუკი საჭიროა, გამოიყენეთ ორმხრივად ბრმა მეთოდი: ორმხრივად ბრმა მეთოდების მეშვეობით არც მკვლევრებმა იციან ცალკეული ცდისპირის სტატუსი. ეს დამკვირვებლური მიკერძოებისთვის თავის არიდების საშუალებას იძლევა.

აღმოჩენების გაზიარება

იმისთვის, რომ კვლევა მიღებული გახდეს, ის ჯერ სამეცნიერო საზოგადოებამ უნდა იხილოს. მეცნიერები ხშირად ერთიანდებიან ჯგუფებში და სხვა ჯგუფებს უზიარებენ კვლევას. ამ კომუნიკაციის სისწორისთვის ის აუცილებლად სპეციფიკური წესების დაცვით უნდა წარიმართოს.
კვლევის შედეგების გამოქვეყნება სარეცენზიო სამეცნიერო ჟურნალებში კვლევის ორგანიზატორებს იდეების გაზიარების, სხვა მეცნიერებს კი წარმოდგენილი მონაცემების ანალიზის შეფასებისა და შემოწმების საშუალებას აძლევს.
სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე:
https://ka.khanacademy.org/science/high-school-biology/hs-biology-foundations/hs-biology-and-the-scientific-method/a/hs-biology-and-the-scientific-method-review?fbclid=IwAR0BixQRHljn-uvk-x-oxrXKrh1jmpc_Pez85RGCb_-KxefaBgcN9pqtZug

пятница, 14 июня 2019 г.


დავიცვათ წყალი


წყალი დედამიწაზე არსებული ყველაზე ძვირფასი   ბუნებრივი რესურსია და მის გარეშე სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე არ იარსებებდა . ყოველი   ჩვენთაგანის  მიერ ამ  ფაქტის  გაცნობიერების მიუხედავად, ჩვენ ვაბინძურებთ მდინარეებს, ტბებს, ზღვებსა  თუ ოკეანეებს. შესაბამისად,  ზიანს   ვაყენებთ ჩვენს პლანეტას იმ დონემდე, რომ  ცოცხალი ორგანიზმების განადგურება უკვე საგანგაშო მაშტაბებს იღებს. ამასთან  ერთად , უარესდება სასმელი წყლის ხარისხიც და იზღუდება წყლის რეკრეაციული  მიზნით გამოყენება. თითოეული  ჩვენთაგანის ჩართვა პრობლემის არსის  გაგებასა და მოგვარებაში აღნიშნული მდგომარეობის გაუმჯობესების საწინდარია. მდინარეების, ტბების და სხვა წყლის ობიაქტების  დაბინძურების მიზეზი  შეიძლება  იყოს საწარმოებიდან გამომავალი გამდინარე  წყლები, გაუმართავი საკანალიზაციო  სისტემები  და არასათანადო გამწმენდი  ნაგებობები, სასოფლო სამეურნეო მიწებიდან თუ დასახლებული  პუნქტებიდან წვიმის შედეგად წარმოქმნილი  გამონადენები, და სხვა. ზოგადად განასხვავებენ დაბინძურების წერტილოვან  და  დიფუზურ წყაროებს. წერტილოვან  წყაროს  მიეკუთვნება მაგალითად, ქარხნებიდან  მილის  საშუალებით დაბინძურებული  წყლის  გავსება მდინარეში. წვიმების შედეგად წარმოქმნილი  ნიაღვრებით წყლის  ობიექტების მრავალ წერტილში ერთდროულ დაბინძურებას კი დიფუზურს უწოდებენ.  უნდა აღინიშნოს, რომ  ტექნიკური ტვალსაზრისით გაცილებით ადვილია დაბინძურების წერტილოვანი წყაროს ლიკვიდაცია ( ვთქვათ, გამწმენდი ნაგებობის დაყენების გზით), ვიდრედიფუზური წყაროდან წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრა. და მაინც, რა არის წყლის დაბინძურება? წყლის დაბინძურება გულისხმობს ადამიანის საქმიანობის შედეგად წყალსატევების ნივთიერებების ჩაშვება ისეთი კონცენტრაციით, როცა მათი ბუნებრივი გაუვნებელყოფა ვეღარ ხორციელდება და ადგილი აქვს წყლის ეკოსისტემებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფით ზემოქმედებას. წყლის  ობიექტების ხარისხის გაუარესების მიზეზი შეიძლება იყოს ასევე ქიმიური და სამრეწველო პროცესები, საყოფაცხოვრებო საქმიანობები, ჭარბი სითბო და . . ელექტროენერგიის გამომუშავებელი სადგურებიდან მდინარეებში ჩაშვებული გაცხელებული წყალი მდინარეების თერმულ დაბინძურებას იწვევს.

ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე,,:სწავლის მოტივაციის ამაღლება ბუნებისმეტყველებასა და ბიოლოგიაში დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწა...