суббота, 6 июля 2019 г.

,,სხეულის ენა'რესურსი ბიოლოგიაში

ტესტი რომელსაც ,,სხეულის ენა" დავარქვი გამოდგება საბაზო საფეხურის მოსწავლეებში ადამიანის ანატომიის სწავლისა და ცოდნის განმტკიცებისათვის.ტესტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემაჯამებელი სამუშაოსათვის
რესურსის ნახვა შეგიძლიათ ლინკზე  https://learningapps.org/view7352454

среда, 26 июня 2019 г.

ჩემი კვლევის :,,სწავლის მოტივაციის ამაღლება ბუნებისმეტყველებასა და ბიოლოგიაში დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებში"  პრეზენტაციის ამსახველი ფოტომასალა



суббота, 22 июня 2019 г.



გისურვებთ ბედნიერ არდადეგებს! 
დაისვენეთ ბუნებაში!
ეს ჩვენი საქართველოა!


понедельник, 17 июня 2019 г.

გაეცანით სტატიას ექსპერიმენტების ჩატარების შესახებ


ექსპერიმენტის დაგეგმვა
ექსპერიმენტირება მეცნიერების გულია. მეცნიერები სვამენ კითხვებს, აგროვებენ მტკიცებულებებს, სხვებს უზიარებენ იდეებს და აანალიზებენ მონაცემებს.
ექსპერიმენტის დაგეგმვისას ჯერ საჭიროა ნათლად იდენტიფიცირება იმ კითხვისა (თუ კითხვებისა), რომელსაც ექსპერიმენტმა უნდა უპასუხოს. აგრეთვე აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს დამოუკიდებელი ცვლადი და დამოკიდებული ცვლადი, რადგან კარგად დაგეგმილი ექსპერიმენტის მიზანია, გამოარკვიოს, თუ როგორ მოქმედებს ერთი ცვლადი მეორეზე.
მარტივ ექსპერიმენტს მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი ცვლადი უნდა ჰქონდეს. ყველა სხვა ფაქტორი, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს ექსპერიმენტის შედეგზე, აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს ან უცვლელი დარჩეს. გარდა ამისა, ექსპერიმენტის ერთი ჯგუფი საკონტროლო ჯგუფი უნდა იყოს — მკაცრად განსაზღვრული ჯგუფი, რომელიც შედარების წერტილად გამოიყენება.

შეცდომებისა და მიკერძოების აღმოფხვრა

მნიშვნელოვანია ექსპერიმენტის ისე დაგეგმვა, რომ მან ყველაზე ზუსტი შესაძლო შედეგი მოგვცეს.
მეცნიერები, როგორც წესი, ცდილობენ, ობიექტურები იყვნენ, მაგრამ ისინიც ადამიანები არიან და აქვთ თავიანთი გემოვნება და პირადი მიკერძოებები. ამის გამო მეცნიერული მონაცემები ზოგჯერ სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირდება სხვადასხვა მეცნიერის მიერ.
ამის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე გზა არსებობს:
  • დიდი ზომის შერჩევა ექსპერიმენტში: შერჩევის დიდი ზომა საშუალებას მოგცემთ, გააბათილოთ ცდისპირებს შორის არსებული ისეთი მცირე სხვაობები, რომლებმაც შეიძლება, მოულოდნელი შედეგები მოგცეთ.
  • ექსპერიმენტული ცდების რამდენჯერმე გამეორება: ცდისპირებს შორის არსებულმა მცირე განსხვავებებმა და აგრეთვე შეცდომებმა მეთოდოლოგიაში ან მონაცემთა შეგროვებაში შეიძლება, მცდარი შედეგები მოგვცეს. განმეორებადი ცდები ამცირებს ამ ეფექტებს.
  • ყველა მონაცემის გათვალისწინება: ზოგჯერ მაცდურია იდეა იმისა, რომ მონაცემთა ნაწილი, უბრალოდ, მოისროლოთ, რადგან ის შეუთავსებელია არსებულ ჰიპოთეზასთან. მიუხედავად ამისა, ასეთ შემთხვევაში არაზუსტ კვლევას მიიღებთ! უნდა გაითვალისწინოთ ყველა მონაცემი, განურჩევლად იმისა, მხარს უჭერს თუ არა ის თქვენს ჰიპოთეზას.
  • თუკი საჭიროა, გამოიყენეთ პლაცებო: პლაცებოს გამოყენების მეშვეობით ექსპერიმენტის ცდისპირებმა არ იციან, ნამდვილი სამკურნალო ნივთიერება მიიღეს თუ არა. ეს მკვლევრებს აძლევს საშუალებას, გაარვკიონ, ნამდვილად აქვს თუ არა ნივთიერებას ეფექტი.
  • თუკი საჭიროა, გამოიყენეთ ორმხრივად ბრმა მეთოდი: ორმხრივად ბრმა მეთოდების მეშვეობით არც მკვლევრებმა იციან ცალკეული ცდისპირის სტატუსი. ეს დამკვირვებლური მიკერძოებისთვის თავის არიდების საშუალებას იძლევა.

აღმოჩენების გაზიარება

იმისთვის, რომ კვლევა მიღებული გახდეს, ის ჯერ სამეცნიერო საზოგადოებამ უნდა იხილოს. მეცნიერები ხშირად ერთიანდებიან ჯგუფებში და სხვა ჯგუფებს უზიარებენ კვლევას. ამ კომუნიკაციის სისწორისთვის ის აუცილებლად სპეციფიკური წესების დაცვით უნდა წარიმართოს.
კვლევის შედეგების გამოქვეყნება სარეცენზიო სამეცნიერო ჟურნალებში კვლევის ორგანიზატორებს იდეების გაზიარების, სხვა მეცნიერებს კი წარმოდგენილი მონაცემების ანალიზის შეფასებისა და შემოწმების საშუალებას აძლევს.
სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე:
https://ka.khanacademy.org/science/high-school-biology/hs-biology-foundations/hs-biology-and-the-scientific-method/a/hs-biology-and-the-scientific-method-review?fbclid=IwAR0BixQRHljn-uvk-x-oxrXKrh1jmpc_Pez85RGCb_-KxefaBgcN9pqtZug

пятница, 14 июня 2019 г.


დავიცვათ წყალი


წყალი დედამიწაზე არსებული ყველაზე ძვირფასი   ბუნებრივი რესურსია და მის გარეშე სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე არ იარსებებდა . ყოველი   ჩვენთაგანის  მიერ ამ  ფაქტის  გაცნობიერების მიუხედავად, ჩვენ ვაბინძურებთ მდინარეებს, ტბებს, ზღვებსა  თუ ოკეანეებს. შესაბამისად,  ზიანს   ვაყენებთ ჩვენს პლანეტას იმ დონემდე, რომ  ცოცხალი ორგანიზმების განადგურება უკვე საგანგაშო მაშტაბებს იღებს. ამასთან  ერთად , უარესდება სასმელი წყლის ხარისხიც და იზღუდება წყლის რეკრეაციული  მიზნით გამოყენება. თითოეული  ჩვენთაგანის ჩართვა პრობლემის არსის  გაგებასა და მოგვარებაში აღნიშნული მდგომარეობის გაუმჯობესების საწინდარია. მდინარეების, ტბების და სხვა წყლის ობიაქტების  დაბინძურების მიზეზი  შეიძლება  იყოს საწარმოებიდან გამომავალი გამდინარე  წყლები, გაუმართავი საკანალიზაციო  სისტემები  და არასათანადო გამწმენდი  ნაგებობები, სასოფლო სამეურნეო მიწებიდან თუ დასახლებული  პუნქტებიდან წვიმის შედეგად წარმოქმნილი  გამონადენები, და სხვა. ზოგადად განასხვავებენ დაბინძურების წერტილოვან  და  დიფუზურ წყაროებს. წერტილოვან  წყაროს  მიეკუთვნება მაგალითად, ქარხნებიდან  მილის  საშუალებით დაბინძურებული  წყლის  გავსება მდინარეში. წვიმების შედეგად წარმოქმნილი  ნიაღვრებით წყლის  ობიექტების მრავალ წერტილში ერთდროულ დაბინძურებას კი დიფუზურს უწოდებენ.  უნდა აღინიშნოს, რომ  ტექნიკური ტვალსაზრისით გაცილებით ადვილია დაბინძურების წერტილოვანი წყაროს ლიკვიდაცია ( ვთქვათ, გამწმენდი ნაგებობის დაყენების გზით), ვიდრედიფუზური წყაროდან წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრა. და მაინც, რა არის წყლის დაბინძურება? წყლის დაბინძურება გულისხმობს ადამიანის საქმიანობის შედეგად წყალსატევების ნივთიერებების ჩაშვება ისეთი კონცენტრაციით, როცა მათი ბუნებრივი გაუვნებელყოფა ვეღარ ხორციელდება და ადგილი აქვს წყლის ეკოსისტემებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფით ზემოქმედებას. წყლის  ობიექტების ხარისხის გაუარესების მიზეზი შეიძლება იყოს ასევე ქიმიური და სამრეწველო პროცესები, საყოფაცხოვრებო საქმიანობები, ჭარბი სითბო და . . ელექტროენერგიის გამომუშავებელი სადგურებიდან მდინარეებში ჩაშვებული გაცხელებული წყალი მდინარეების თერმულ დაბინძურებას იწვევს.

среда, 22 мая 2019 г.

სამოდელო გაკვეთილი ბიოლოგიაში, ინტეგრირებული ქიმიასთან








სამოდელო გაკვეთილის გეგმა ბიოლოგიაში    
ჩატარების თარიღი -22.05.2019
კლასი - მე-8-
მასწავლებელი:ლილი  პაქსაძე
მოსწავლეთა რაოდენობა -28
სსმ რაოდენობა -0
საგანი:  ბიოლოგია ინტეგრირებული ქიმიასთან

 
გაკვეთილის თემა -ვიტამინები. საკვებ პროდუქტებში შემავალი ორგანული ნივთიერებების გამოვლენა.
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ მსჯელობას საკვები პროდუქტების ღირებულებების შესახებ მათში შემავალი ვიტამინებისა და სხვადასხვა ორგანული ნაერთების შემცველობის მიხედვით
გამოიმუშავებენ ჯგუფური მუშაობის,კვლევის , ექსპერიმენტული სამუშაოს შესრულების  და პრეზენტირების უნარებს.
დრო-45წთ
გაკვეთილისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
სტანდარტები:

ბიოლ.VIII.9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ადამიანისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესი
შედეგი  თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე
მოიპოვებს ინფორმაციას არასწორი კვების (მაგ., ”სწრაფი კვებისპროდუქტების გამოყენება) შედეგად მოსალოდნელი დარღვევების შესახებ (მაგ., ავიტამინოზები, ჭარბი წონა)
მიზანი:მოსწავლე შეძლებს გააანალიზოს მის ხელთ არსებული საკვები პროდუქტების კვებითი ღირებულებები მათში შემავალი ვიტამინებისა და ორგანული ნივთიერებების შემცველობის მიხედვით

ქიმ. კვლ. VIII.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • არჩევს სათანადო ხელსაწყოებს/ აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს;
  • არჩევს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს (ცხრილები, გრაფიკები, სიები, ფოტოები, ჩანაწერები).
  • ქიმ.კვლ.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აანალიზებს მონაცემებს  და გამოიტანს დასკვნებს;  
·         ადარებს  დასკვნებს გამოთქმულ ვარაუდს;

მიზანი:
  • მოსწავლე შეძლებს კვლევის მიზნის განსაზღვრას, საკუთარი ვარაუდის გამოთქმას
.
  • მოსწავლე შეძლებს დაიცვას კვლევითი აქტივობების თანმიმდევრობა და ამოარჩიოს ექსპერიმენტისათვის საჭირო ხელსაწყოები და რეაქტივები
  • მოსწავლე შეძლებს მიღებული შედეგების გამოსახვასა და აღრიცხვას დიაგრამისა და კვლევის ოქმის სახით სახით
  • მოსწავლე შეძლებს გააანალიზოს მონაცემები, გამოიტანოს დასაკვნები და შეადაროს
იგი გამოთქმულ ვარაუდს

კლასის ორგანიზების ფორმა -ჯგუფური(4 ჯგუფი)

გამოყენებული რესურსები.:  საკლასო სახელმძღვანელო .აფთიაქში შეძენილი ვიტამინების ნაკრებები :,,ომეგა-3’’;  ,,ცენტრუმი’’; ,,B-კომპლექსი’’. რეაქტივები ექსპერიმენტისათვის: 5% -იანი იოდის ხსნარი,კონცენტრირებული აზოტმჟავა,,90%-ანი სპირტი,დისტილირებული წყალი,კარტოფილის სახამებელი,პლასტმასის ჭიქები და კოვზები,სპირტქურა,ასანთი,ქაღალდის ხელსახოცები,ხელთათმანები ,კარტოფილის         ბოლქვი    სათვალეები   დამჭერი
ვაშლისა და ფორთოხლის წვენი
საკვები პროდუქტები:კვერცხი,თევზის კონსერვი,იაურტი.კარაქი,წიწიბურა,შოკოლადის ასორტი,რძე
ყველა ეს რესურსი მოსწავლეებს დახვდებათ სათადარიგო მაგიდაზე,წინასწარ ჩემს მიერ გამზადებული
აგრეთვე წინასწარ დაფაზე გავაკრავ შეფასების რუბრიკებს  ფლიპჩარტების სახით
წინარე ცოდნა:
*მოსწავლეები ფლობენ ცოდნას ვიტამინების რაობაზე.ასახელებენ ვიტამინებს და მათ როლს ადამიანის სხვადასხვა ორგანოებისა  ორგანოთა სისტემების ფუნქციონირებაში. ესმით ავიტამინოზის ,ჰიპერვიტამინოზის ჰიპოვიტამინოზის არსი და მისი გამომწვევი მიზეზები
*მოსწავლეები იცნობენ ,ცხიმებს, ცილებს ნახშირწყლებს, მათ მნიშვენლობას ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

გაკვეთილის მსვლელობა

აქტივობაN
მიზანი
გამოყენებული მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო/წთ
.1
კლასის ორგანიზება
მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს,კითხულობს სიას,გააცნობს გაკვეთილის მიზანს
მთელი კლასი
ჟურნალი
კალამი
ფლიპჩატები ,რომელზეც გადმოცემულია მიზანი .

2წთ

2

წინარე ცოდნის გააქტიურება
კითხვა პასუხის რეჟიმში მოსწავლეები გაიხსენებენ ვიტამინების შესახებ ინფორმაციას,მათ როლს ადამიანის ჯანმრთელობაში ჩამოთვლიან ვიტამინების დასახელებებს და პროდუქტებს რომლებიც შეიცავენ ამ ვიტამინებს.
მოსწავლეები იხსენებენ ცხიმების ცილებისა და ნახშირწყლების მნიშვნელობას ადამიანის ორგანიზმის ცხოველქმედების პროცესში.
მთელი კლასი ,


ინდივიდუალური



კითხვა -პასუხი



3წთ.












3

სამუშაო მასა
ლების შეგრო
ვება
მიზანი:სათანადო ხელსაწყო-ინსტრუმენტების გამორჩევის უნარის განვითარება
მოსწავლეებს ვურიგებ სამუშაო ინსტრუქციებს, ისინი გაეცნობიან მიწოდებულ დავალებებს .
სათადარიგო მაგიდიდან ამოარჩევენ   ჯგუფის მიერ შესასრულებელი სამუშაოსათვის საჭირო მასალებს და გადაიტანენ .გაეცნობიან მათ და გაინაწილებენ სამუშაოს
ჯგუფური

ჯგუფი
სამუშაო მასალები
პრაქტიკული და ექსპერიმენტული სამუშაოს ინსტრუ
ქციები
(დანართი N-3)
გეგმის ბოლოში თანდართული
3წთ.
4
ექსპერიმენტული სამუშაო
მიზანი:მოსწავლეებში ურთიერთანამშრომლობის და ანალიტიკური უნარის განვითარება








მიზანი:

ინფორმაციის გაანალიზება,მიღებული შედეგების მათემატიკურად გამოსახვა

კვლევის მიზანი:
მონა
ცემთა
ანალიზისა და დასკ
ვნის გამოტანის უნარის განვითარება


ექსპერიმენტული სამუშაო;
მიზანი:
ექსპერიმენტის ჩა
ტარების,
შედე
გების გა
ანალიზებისა და დასკვნისგამოტანის უნარების
განვითარება
ჟგუფი N-I-
1-  ექსპერიმენტი:ვაშლისა
 და ფორთოხლის წვენში C ვიტამინის აღმოჩენა.ცდისა და მიღებული შედეგების გამოსახვა ცდის ოქმის შაშუალებით .დანართი N-II (ცდის ოქმი)













ჯგუფიN-2 საკვლევ პროდუქტებში (შეფუთული ორცხობილა,იაურტი,თევზის კონსერვი,კარაქი,წიწიბურა,შოკოლადის ასორტი,რძე)შემავალი ცხიმების ცილებისა და ნახშირწყლების  პროცენტული მაჩვენებლების განსაზღვრა ეტიკეტის მიხედვით .
  ჯგუფი იმსჯელებს და ამოარჩევს საჭირო პროდუქტებს  ორგანული ნივთიერებების სასურველი რაოდენობით
   ააგებს სვეტოვან დიაგრამას ,რომელიც გვიჩვენებს ამ ნივთიერებების თანაფარდობას მოცემულ პროდუქტებში


ჯგუფიN-3,აფთიაქში შეძენილი სხვადასხვა ვიტამინების ნაკრებში შემავალი ვიტამინების აღწერა.მათი გამოყენების მიხედვით.მოცემული ვიტამინების ავიტამინოზის შემთხვევაში გამოვლენილი დაავადებების დახასიათება,
 და მათი როლის განსაზღვრა ადამიანის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში
 საკვები პროდუქტების დასახელება რომლებიც შეიცავენ ამ ვიტამინებს


ჯგუფი-N-4
ცხიმების ,ცილებისა და ნახშირწყლების(სახამებლის)აღმოჩენა კონკრეტულ საკვებ პროდუქტებში(კარტოფილში,კვერცხში, კარაქში)
ექსპერიმენტის შედეგების გამოსახვა
ცდის ოქმის საშუალებით დანართიN-II


ჯგუფური













ჯგუფურ















ჯგუფური






























ჯგუფური
N-4 ჯგუფი სამუასოს სირთულისადა და მოცულობიდან გამომდინარე ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ
შეასრულებს სამუშაოს



ვაშლის და ფორთოხლის წვენი(შეფუთვებში);კარტოფილის სახამებელი;
5%-ანი იოდის ხსნარი; დისტილირებული წყალი;სამუშაო ხელთათმანები,პლასტმასის ჭიქები,პლასტმასის კოვზები;პიპეტი;ქაღალდის ხელსახოცები.
მარკეტში აღებული იაურტის შეფუთვა;
წიწიბურა(ქაღალდის შეფუთვაში,კარაქი (ქაღალდის შეფუთვაში
ალექსანდროვის ფურცელი სვეტოვანი დიაგრამის ასაგებად.ფერადი ფანქრები,სახაზავი

ცენტრუმის-დასახელების ვიტამინების კომპლექტი,
B-ჯგუფის ვიტამინების კომპლექტი
ომეგა -3





კარტოფილი;კვერცხი;კარაქის ნაჭერი; 96%-ანი სპირტი;კონცენტრირებული აზოტმაჟავა
(HNO3);5%-ანი იოდი,დისტილირებული წყალი პლასტმასის ჭიქები,კოვზები,ხელთათმანები,სათვალეები,დანა კარტოფილის გასაფცქვნელად,პიპეტი,ქაღალდები სამუშაო ფურცლები
ყოველ

ჯგუფს

დავალების

შესასრულე
ბლად

ეძლევა
 5-5 წთ
დრო,

სულ20 წთ.
5

















პრეზენტირება.
მიზანი:
მოსწავლეებში პრეზენტირების უნარის განვითარება
















ზეპირი პრეზენტაცია
ჯგუფები წარმოადგენენ თავიან ნამუშევრებს  
ჯგუფი 1-4 წარმოადგენს ცდების ოქმს
მოახდენენ მოსალოდნელი და მიღებული  შედეგების ერთმანეთთან დაკავშირებას,
პრეზენტაციას იწყებს ჯგუფი რომელიც პირველი მორჩება დავალების შესრულებას















ჯგუფის წევრები















მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები


















ყოველი ჯგუფს საპრეზენტაციოდ მიეცემა
 3-3წთ.დრო
სულ12წთ.



6









შეფასება;


მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკების მიხედვით,იყენებს განმავითარებელ(ჯგუფების წევრების მიმართ გაკვეთილის განმავლობაში) და განმსაზღვრელ შეფასებებს (ჯგუფის მიერ შერჩეული პრეზენტატორის მიმართ მიმართ)დანართიN-1I


ინდივიდუალური,მთელი კლასი

სიტყვიერი შფასება(,,საუკეთესოა
;,კარგია“; ,,უკეთ
ესადაც შეგიძლია“)
განმსაზღვრელი შეფასება


ჟურნალი.(განმსაზღვრელი შეფასებისათვის) ფლიპჩატი რუბრიკებით




5წთ
დანართი N-1
           
შეფასების რუბრიკა და კრიტერიუმები
ჯგუფურიმუშაობის შეფასებისრუბრიკა(განმავითარებელი)
კრიტერიუმი
ძალიან კარგი
საშუალო  
საშუალო
დაბალი
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო არ იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ განაწილებულა
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
საკმარისად გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
ნაწილობრივ გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი
დროის ლიმიტი
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
თანამშრომლობა
ჯგუფის  ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური, ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო
მხოლოდ ერთიორი მოსწავლე აქტიურობდა, ჯგუფის აქტიურ წევრებსა და პასიურ წევრებს  შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ, ჯგუფის  წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო

დანართი N-IIცდის ოქმი
ჯგუფი (ნომერი)
                  აღწერა
ექსპერიმენტის თემა
მიზანი
რისი გაგება მსურს?
ვარაუდი ცდის შედეგების შედეგების შესახებ
რა იქნება ექსპერიმენტიე შედეგებიჩემი აზრით?
ექსპერიმენტის დაგეგმვა ჩატარება ,საჭირო ინვერტარის ამორჩევა
პროცედურის აღწერა
როგორი თანმიმდევრობით ჩავატარებ ექსპერიმენტს?
რომელი ხელსაწყოები და რეაქტივები დამჭირდება?
მონაცემები და შედეგები
დასკვნა

გამართლად ჩემი ვარაუდი?


















 ჯგუფიN- I დაN- IV პრეზენტატორის


 მიერ წარმოდგენილი ექსპერიმენტის ოქმის შეფასების რუბრიკა(განმსაზღვრელი)
კვლევის მიზანი
0-2
საჭირო ინვერტარის ამორჩევა და ექსპერიმენტის აღწერა
0-2
კვლევის შედეგების ვარაუდი
0-2
მონაცემთა ანალიზი
0-2
დასკვნის გამოტანა
0-2
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა
10

N-II და N-III ჯგუფების პრეზენტატორების  შეფასების რუბრიკა(განმსაზღვრელი)
კრიტერიუმები
ქულები
 ახდენს ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების  სრულყოფილად გადმოცემას
2-0
ახდენს კვლევის  შედეგების ანალიზს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით  დიაგრამა,პრეზენტაცია,
2-0
თავს ართმევს კრიტიკულ შეკითხვებს
2-0
იღებს კრიტიკულ შენიშვნებს
2-0
იცავს საუბრისას დროის ლიმიტს
2-0



დანართი_III
ინსტრუქცია I-ჯგუფისათვის
ინსტრუქცია ექსპერიმენტისათვის:C-ვიტამინის აღმოჩენა ვაშლისა და ფორთოხლის წვენში
საჭირო მასალები:
•       ვაშლისა და ფორთოხლის ნატურალური წვენები.
•       კარტოფილის სახამებლის წებო(წინასწარ დამზადებული)
•       5%-ანი იოდის ხსნარი
•       დისტილირებული წყალი
•       პლასტმასის კოვზები,ჭიქები,პიპეტი,ქაღალდის ხელსახოცი

•       აიღეთ 2 პლასტმასის ჭიქა.დანომრეთ ფლომასტერის საშუალებით (დააწერეთI-ვაშლის წვენი II-ფორთოხლის წვენი,ჩაასხით თითოეულში 10-10 მლ.სათანადო სითხეები

•       .დაამატეთ თითოეულში 10-10 მლ.დისტილირებული წყალი.გამოურიეთ თითოეული საკუთარი კოვზებით.

•       დავამატოთ თითოეულს 2-2 ჩაის კოვზი სახამებლის წებო.ისევ გამოვურიოთ
•       .პიპეტით ამოვიღოთ იოდი და რიგრიგობით ერთ-ერთი წვეთი ვამატოთ ორივე ხსნარს.
მოსალოდნელი შედეგი :ორივე ხსნარი რომელიღაც ეტაპზე (იოდის დამატებისას) გალურჯდება ,რაც მოწმობს ,რომ ფორთოხლისა და ვაშლის წვენი შეიცავს C-ვიტამინს
მიღებული შედეგი ჩაიწერეთ სამუშაო ფურცლებზე,დააკვირდით რომელი ხსნარი გალურჯდა უფრო მალე,რას მოწმობს ეს
•       ჩაინიშნეთ თქვენი ვარაუდები და გამოიტანეთ დასკვნა



ინსტრუქცია II-ჯგუფისათვის
მასალები:კვერცხი,თევზის კონსერვი,იაურტი.კარაქი,წიწიბურა,შოკოლადის ასორტი,რძე

საკვლევ პროდუქტებში ცილების ცხიმებისა და ნახშირწყლების რაოდენობის განსაზღვრა
  • გაინაწილეთ პროდუქტები ჯგუფში
  • ეს პროდუქტებია კვერცხი,თევზის კონსერვი,იაურტი.კარაქი,წიწიბურა,შოკოლადის ასორტი,რძე
  •  
  • პროდუქტის შეფუთვაზე მოძებნეთ ანოტაცია მათი შემადგენლობის შესახებ
  • ჩაინიშნეთ ყოველი პროდუქტის 100 გრამი რამდენ გრამ ცილებს ცხიმებს და ნახშირწყლებს შეიცავს
  • იმსჯელეთ და ამოარჩიეთ თქვენთვის საჭირო საკვები  ცილების ,ცხიმებისა და ნახშირწყლების სასურველი შემცველობის მიხედვით
  • ააგეთ სვეტოვანი დიაგრამა ,რომელიც გვიჩვენებს თითოეულ პროდუქტში შემავალი ორგანული ნივთიერებების თანაფარდობას მათი შემცველობის მიხედვით
  • იმსჯელეთ და გამოიტანეთ დასკვნა ,
  • ჩაინიშნეთ მოსაზრებები

ინსტრუქცია III- ჯგუფისათვის
სამუშაო მასალები:ვიტამინების ნაკრები ცენტრუმი;ომეგა-3. B-ჯგუფის ვიტამინების ნაკრები
  • თქვენს წიმნაშეა სხვადასხვა ვიტამინები,
  • განსაზღვრეთ რომელი ნაკრები რომელ ვიტამინებს შეიცავს,ჩაინიშნეთ სამუშაო ფურცლებზე
  • განსაზღვრეთ რომელი ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ავიტამინოზის დროს გამოიყენება თითოეული ვიტამინების ნაკრები
  • დაასახელეთ ის ბუნებრივი პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ თქვენს მიერ დასახელებულ ვიტამინებს  .და დაახასიათეთ ამ პროდუქტებით კვების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში
  • იმსჯელეთ და გამოიტანეთ დასკვნები.
  • სედეგები წარმოადგინეთ მოკლე პრეზენტაციის სახით
  •  
  •  


                         ინსტრუქცია IV-ჯგუფისათვის
        მასალები:5%-ანი იოდი,კონცენტრირებული აზოტმჟავა;96%-ანი სპირტი ორი პლასტმასის ჭიქა,კოვზები,დანა ;წყალი,სპირტქურა ასანთი,ხელთათმანები,პიპეტი
საკვლევი პროდუქტები:კვერცხი,კარაქი,კარტოფილი

  1. აიღე კარტოფილი და დანა გაფცქვენი კარტოფილი ხელთათმანების გამოყენებით,მოაჭერი ერთი ნაჭერი
·         .პიპეტით ამოიღე იოდის რამოდენიმე წვეთი და დააწვეთე კარტოფილზე.დააკვირდი რა ფერს მიიღებს
·         ,ჩაინიშნე და შეადარე მოსალოდნელ შედეგს .
·         მოსალოდნელი შედეგი: ყავისფერი იოდი მიიღებს ლურჯ შეფერილობას,რაც მოწმობს კარტოფილში სახამებლის(ნახშირწყალის) არსებობას
  1. პლასტმასის ჭიქაში ჩავასხათ 2მლ.სპირტი(პიპეტის საშუალებიტ)
·         კოვზის საშუალებით ჩავდოთ2მგ.(კოვზის პირით) კარაქის ნაჭერი.შევანჯღრიოთ სრულ გახსნამდე.
·         დავუმატოთ 4 მლ.ცივი წყალი.მიღებული შედეგი ჩაინიშნეთ და შეადარეთ მოსალოდნელ შედეგს
მოსალოდნელი შედეგი: ხსნარი შეიმღვრევა და მიიღებს მოთეთრო შეფერილობას,რაც მოწმობს კარაქში ცხიმის არსებობას
ივარაუდეთ რატომ გაიხსნა  კარაქი (ცხიმი)სპირტში და რა დაემართა მას ცივი წყლის დამატებისას.ვარაუდები ჩაინიშნეთ
2.                  აიღეთ კვერცხი ფრთხილად მოატეხეთ ერთ მხარეს ნაჭუჭი ისე, რომ ცილის გამოცალკევება შეძლოთ,
·         პიპეტით აიღეთ 2მლ.ცილა და მოათავსეთ პლასტმასის ჭიქაში,
·         ხელთათმანების გამოყენებით მოხსენით თავი აზოტმჟავას ბოთლს ფრთხილად ამოიღეთ(პიპეტით)2მლ.და დაამატეთ კვერცხის ცილას ჭიქაში.
·         აიღეთ მინის სინჯარა და პლასტმასის შიგთავსი გადაიტანეთ სინჯარაში.
·         ასანთის მეშვეობით აანთე სპირტქურა .
·         დამჭერის გამოყენებით მოათავსე სინჯარა ცეცხლის ალზე 5 სმ.სიმაღლეზე.დაელოდეთ სანამ ხსნარი შეიცვლის ფერს.
მოსალოდნელი შედეგი:ხსნარი გაყვითლდება ,რაც მოწმობს კვერცხის ცილაში ორგანული ნაერთის ცილის არსებობაზე,სპირტქურა ჩააქრეთ თავსახურის მეშვეობით
.მსჯელობა ,ვარაუდი და დასკვნები წარმოადგინეთ ცდის ოქმის სახით
           






https://drive.google.com/open?id=1FG8idOhgpUbAXfXXUkpIz-XwaBAYnBfD79_fmaAl3lk

ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე,,:სწავლის მოტივაციის ამაღლება ბუნებისმეტყველებასა და ბიოლოგიაში დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწა...